***
არ ვიცი ამ გზამ თუ--დამღალეს ფიქრებმა,
შენს სახლთან,ჭადრის ქვეშ შევჩერდი,ვისვენებ,
ქალო,შენს ლოდინში დამთოვეს ფიფქებმა,
დაღლილ თვალს ცრემლების წვეთები მისველებს.
მინდორში დავკრიფე ლურჯთვალა ყვავილი,
მათ ვთხოვე გიამბონ ამ გულის სათქმელი,
მრავალჯერ ამოვლილ აღმართს კვლავ ავივლი,
ოღონდაც არ დამხვდეს დახშული სარკმელი.
მიყვარდი,მიყვარხარ,ვერვისში გაგცვალე,
ამ გრძნობამ მაცოცხლა ძვირფასო აქამდე,
ახლა რომ მოვდივარ,ის ფიქრი მაწვალებს--
ვაითუ ამჯერად სარკმელთან არ დამხვდე..
No comments:
Post a Comment